Saturday, October 17, 2015

პროექტის პორტფოლიო




  დავამთავრე ჩემთვის საინტერესო და მნიშვნელოვანი ტრენინგ-კურსი.










 გავიაზრე პროექტებით სწავლის მნიშვნელობის როლი მოსწავლეების სასწავლო და შემოქმედებით საქმიანობაში.
ამ საშუალებით ისინი მეტად ჩაერთვებიან დამოუკიდებელი მუშაობის პროცესში,გამოუმუშავდებათ საღი მსჯელობის,კვლევის,დაკვირვებისა და ანალიზის უნარი.პროექტებით სწავლებით ხელს შევუწყობთ მოსწავლეებში 21-ე საუკუნის უნარების როგორც ჩამოყალიბებას,ასევე განვითარებას.
 







ვისწავლეთ ბმულის გაკეთება და ატვირთვა, ფაილის პრეზენტაციის მიბმა, ფასილიტაცია. განვიხილეთ პროექტის დაგეგმვა. მიღებულ ცოდნას გამოვიყენებ ჩემს სამუშაო პრაქტიკაში.




გავიარეთ ტრენინგის მე-8 დღე.განვიხილეთ ფასილიტაციის მაგალითები და ნიმუშები. ვისაუბრეთ დიფერენცირებული სწავლების მეთოდებზე.გავიაზრე, როგორ მოვარგო ჩემს პროექტს შესაბამისი აქტივობები.