Saturday, October 17, 2015

პროექტის პორტფოლიო




  დავამთავრე ჩემთვის საინტერესო და მნიშვნელოვანი ტრენინგ-კურსი.










 გავიაზრე პროექტებით სწავლის მნიშვნელობის როლი მოსწავლეების სასწავლო და შემოქმედებით საქმიანობაში.
ამ საშუალებით ისინი მეტად ჩაერთვებიან დამოუკიდებელი მუშაობის პროცესში,გამოუმუშავდებათ საღი მსჯელობის,კვლევის,დაკვირვებისა და ანალიზის უნარი.პროექტებით სწავლებით ხელს შევუწყობთ მოსწავლეებში 21-ე საუკუნის უნარების როგორც ჩამოყალიბებას,ასევე განვითარებას.
 







ვისწავლეთ ბმულის გაკეთება და ატვირთვა, ფაილის პრეზენტაციის მიბმა, ფასილიტაცია. განვიხილეთ პროექტის დაგეგმვა. მიღებულ ცოდნას გამოვიყენებ ჩემს სამუშაო პრაქტიკაში.




გავიარეთ ტრენინგის მე-8 დღე.განვიხილეთ ფასილიტაციის მაგალითები და ნიმუშები. ვისაუბრეთ დიფერენცირებული სწავლების მეთოდებზე.გავიაზრე, როგორ მოვარგო ჩემს პროექტს შესაბამისი აქტივობები.

Saturday, September 26, 2015

პროექტზე მუშაობის შესახებ ბუნდოვანი წარმოდგენა მქონდა,ახლა დავრწმუნდი რამდენად დიდი მნიშვნელობა ჰქონია პროექტს ჩვენს მუშაობაში ,მისი აქტუალობა მეტად დავინახე.
გავერკვიე პროექტზე მუშაობის თანმიმდევრობაში,ერთმანეთს ვეხმარებოდით მისაღწევი მიზნების ჩამოყალიბებასა და საკვანძო კითხვების ჩამოწერაში.